21.11.2024

დავითულიანი პოდოლიაკის განცხადებაზე – არავინ ეკითხება უკრაინის ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს, საქართველოში ხელისუფლებაში ვინ იქნება

ცოტა რაციონალიზმი უნდა შეინარჩუნონ და არავინ ეკითხება უკრაინის ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს საქართველოში ხელისუფლებაში ვინ იქნება, არც არასდროს შეეკითხება,- ასე პასუხობს “ქართული ოცნების” დეპუტატი ბექა დავითულიანი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას.

„გერმანიის პრეზიდენტი არ ჩაუშვა (უკრაინაში), დაადანაშაულა რუსეთთან კოლაბორაციაში, უნგრეთზე, რომელიც ნატო- ს და ევროკავშირის წევრია, ამბობს, რომ პუტინის აგენტურაა. მესმის, რომ ომშია ეს ქვეყანა, ემოციების შეკავება უჭირთ და სჭირდებათ ყველა მხრიდან ფრონტის გახსნა, მაგრამ ცოტა რაციონალიზმი უნდა შეინარჩუნონ და არავინ ეკითხება უკრაინის ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს საქართველოში ხელისუფლებაში ვინ იქნება და არც არასდროს შეეკითხება,”- განაცხადა დავითულიანმა.

ცნობისათვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის პოზიცია დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას უპირისპირდება.

„საქართველოს მთავრობის და რა თქმა უნდა, არა ხალხის, პოზიცია სრულებით აშკარად უპირისპირდება დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას. საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ბატონ ივანიშვილს, რომელიც მკაფიოდ წარმოდგენილი რუსი ოლიგარქია და სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია აქვს გავლენა, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ცოტა არ იყოს უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს. არ იკავებს ისეთივე მკაფიო და არაორაზროვან პოზიციებს, როგორიც აქვს ევროკავშირის ქვეყნებს და შეერთებულ შტატებს. რაც შეეხება დაზვერვის მონაცემებს, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია [რუსეთის] მიმდინარე მოლაპარაკებებზე სხვადასხვა ქვეყნებთან, იქნება ეს ბელარუსი და რუსეთი, საქართველო და რუსეთი, თუ სომხეთი და რუსეთი. ჩვენი საგარეო დაზვერვა აკონტროლებს ამ ყველაფერს,”- განაცხადა პოდოლიაკმა.

რაც შეეხება კითხვას, რამდენად გრძნობს პოდოლიაკი ხალხის მხარდაჭერას, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა დასძინა, რომ ქართველი ხალხისგან მხარდაჭერა ნამდვილად იგრძნობა. მისი თქმით, წარმოუდგენელია, თუ როგორ შეიძლება ასეთ ხალხს ივანიშვილისნაირი ოლიგარქი ჰყავდეს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ჩაშლა:ხელისუფლების ნაბიჯები და შედეგები

შესავალი საქართველო-გერმანიის სამხედრო თანამშრომლობა წლების განმავლობაში იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ქვაკუთხედი. დასავლეთის მხარდაჭერა სამხედრო პროგრამებში და საერთაშორისო მისიებში აქტიური ჩართულობა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img