ამერიკელი დიპლომატი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დენიელ ფირიდი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე საუბრობს. ფრიდი აღნიშნავს, რომ არასოდესაა კარგი, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი დაპატიმრებულია.
“არასოდესაა კარგი, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი დაპატიმრებულია. ეს ზოგადად არ არის ის, რასაც დემოკრატიები აკეთებენ. ეს არასოდესაა კარგი. მიხეილ სააკაშვილი დამყოფი ფიგურაა. ის გამოკვეთილ ყურადღებას იქცევს, დრამატულია. მაგრამ ჩემთვის ასევე მკაფიოდ ჩანს ის, რომ საქართველოს საზოგადოების მხრიდან აღარ აქვს ის პატივისცემა, რომელიც მისი მმართველობის საწყისს წლებში ჰქონდა. შეიძლება, ის საქართველოში იმ ოცნებით დაბრუნდა, რომ ხელახალ ვარდების რევოლუციას მოაწყობდა. მე ამას უბრალოდ ვერ ვხედავ. რევოლუციების დრო აღარ არის, ააშენე პოლიტიკური პარტია, თავი მოაწონე ამომრჩეველს და გაიმარჯვე არჩევნებში.” – თქვა ფრიდმა.