დღეიდან, 1-ლი დეკემბრიდან რესტორნებს სამუშაო საათებზე დაწესებული შეზღუდვა ეხსნებათ. აქამდე მოქმედი რეგულაციით, რესტორნებს მუშაობა 23:00 საათამდე შეეძლოთ.
“რესტორნებს, რომელთაც, როგორც მოგეხსენებათ, 1-ლი დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ მწვანე სტატუსით, მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ, ანუ ისინი შეძლებენ თავისი გადაწყვეტილების შესაბამისად იმუშაონ იმდენი ხანი, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან”, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ 24 ნოემბერს.
რესტორნებში შესვლა მხოლოდ მწვანე პასპორტით იქნება შესაძლებელი. საქართველოში „მწვანე პასპორტი“ დღეიდან ამოქმედდა.