საქართველოში კორონავირუსის 705 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 14 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 128 პირი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 33 253 კვლევა, მათ შორის 19 138 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 115 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.12 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.75%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.59%.