25.11.2024

დღეს საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა

დღეს საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა. ამის შესახებ მედიას ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მიაწოდა.

როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მედპერსონალთან ერთად ვაქცინით ყველა ის პირი აიცრება, რომელზეც უფლება საკოორდინაციო საბჭომ გასცა.

„პირველი ლოკაცია იქნება დაავადებათა კონტროლის ცენტრი, სადაც მოხდება მისი ტრანსპორტირება. შემდეგ გადანაწილდება ყველა იმ ცენტრში, სადაც “ფაიზერით” პირების ვაქცინირება მოხდება. ის ხელმისაწვდომი იქნება, როგორც სამედიცინო პერსონალისათვის, ასევე ყველა იმ ჯგუფისათვის, რომელიც გუშინ საკოორდინაციო საბჭომ გამოაცხადა“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 15 მარტს დაიწყო.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img