BBC-ს ინფორმაციით, სანდო წყაროზე დაყრდნობით, დიდი ბრიტანეთი აპირებს, რომ სანქციები დაუწესოს კიდევ ორ ოლიგარქს.
გამოცემის ცნობით, სანქციები შეეხება რუს მილიარდერ ალიშერ უსმანოვს, რომლის კომერციული კავშირი საფეხბურთო კლუბ „ევერტონთან“ შეჩერებულია და სანქცირებულთა სიაში მოხვდება რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი იგორ შუვალოვი.