11.11.2024

„დიდი შვიდეული“ – ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკანონო ომის მხარდაჭერა

„ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და გაუმართლებელი ომის მხარდაჭერა და შეაჩეროს ბალისტიკური რაკეტების, უპილოტო საფრენი აპარატების (დრონები) და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების გადაცემა, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის უკრაინელ ხალხს, ასევე ევროპულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას“, – ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაშია ნათქვამი.

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების მტკიცებით, ირანს რუსეთის უკანონო ომის მიმართ მხარდაჭერისთვის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.

„ვინარჩუნებთ მტკიცე ვალდებულებას, დაეკისროს ირანს პასუხისმგებლობა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის უკანონო ომის მიმართ მიუღებელი მხარდაჭერისთვის, რაც კიდევ უფრო ძირს უთხრის გლობალურ უსაფრთხოებას. ამ საკითხზე ჩვენი წინა განცხადებების შესაბამისად, უკვე ვპასუხობთ ახალი და მნიშვნელოვანი ზომებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

The Telegraph-უსინათლო ქალი AI ოპერაციის შემდეგ  ნორმალურზე უკეთესად ხედავს.

უსინათლო პაციენტს ახლა 20/16 ხედვა აქვს ახალი ტიპის Lasik ოპერაციის შემდეგ, რაც დიდ ბრიტანეთში პირველად ჩატარდა. (20/16 ნიშნავს იმაზე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img