კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა მისი ჯარების მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა უკრაინაში, რაც “უდიდესი ტრაგედიაა” ქვეყნისთვის. ამის შესახებ პესკოვმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.
კრემლის პრესსპიკერის თქმით, რუსეთის ისტორია 2014 წელს ,,არალეგალური აჯანყების“ დროს შეიცვალა და უკრაინა ანტი-რუსული სახელმწიფო გახდა, რომელიც ,,ყველაფერს, რაც უკრაინაში ხდებოდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართავდა“.
,,ჩვენ გვაქვს ჯარის მნიშვნელოვანი დანაკარგი და ეს ჩვენთვის უზარმაზარი ტრაგედიაა”, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.
ამასთან, მისი თქმით, “მარიუპოლი ნაციონალისტური ბატალიონებისგან გათავისუფლდება“ და სამშობიარო სახლის დაბომბვა, რომელმაც საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია, ყალბი იყო. ასევე, პესკოვმა ბუჩაში შექმნილ ვითარებას “კარგად დადგმული ინსინუაცია” უწოდა.
,,ეს თამამი სიყალბეა და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ რამდენიმე დღეა, მაგრამ არავინ გვისმენს. ბუჩას სცენები იყო “შეთქმულება” , – აღნიშნა პესკოვმა.