ისტორიაში პირველად, ბათუმის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონია. გია გეგუჩაძის გუნდმა ტიტული ისე მოიპოვა, რომ თავად 35-ე ტურის მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია.
ჩემპიონის ბედი „სამტრედიისა“ და თბილისის „დინამოს“ შეხვედრისას გადაწყდა, რომელიც ფრედ, ანგარიშთ 0-0 დასრულდა.
თბილისის გუნდი პირველადგილოსანს ოთხი ქულით ჩამორჩა.
„დინამო თბილისის“, „ტორპედოს“, „ვიტ ჯორჯიას“, „სიონის“, „ოლიმპის“, „ზესტაფონის“, „დილას“, „სამტრედიასა“ და „საბურთალოს“ შემდეგ „დინამო ბათუმი“ მე-10 გუნდი გახდა, რომელმაც საქართველოს ჩემპიონობა მოახერხა.