უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება თურქეთში ჩავიდა. უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს თურქეთში შეხვდებიან. დმიტრი კულება და სერგეი ლავროვი უკვე იმყოფებიან ანტალიაში, სადაც სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება. როგორც უკრაინული მედია Unian-ი წერს, შეხვედრა კიევის დროით 10:00 საათზე დაიწყება.