25.11.2024

კულება ლავროვთან შეხვედრაზე – მოლაპარაკებები იყო რთულიც და მარტივიც, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ

უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ანტალიაში დასრულდა. შეხვედრის შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები იყო რთულიც და მარტივიც.

კულებას განმარტებით, მოლაპარაკებები მარტივი იყო, რადგან ლავროვი კვლავაც მის ჩვეულ ნარატივს მიყვებოდა უკრაინასთან დაკავშირებით.

„რთული კი იყო, რადგან მე გავაკეთე მაქსიმუმი იმისთვის, რომ მომენახა დიპლომატიური გამოსავალი ჰუმანიტარული ტრაგედიიდან, რომელიც ვითარდება საბრძოლო მოქმედებების არეალში,“- განაცხადა კულებამ.

მინისტრის თქმით, მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე ვერ შეთანხმდნენ. ლავროვთან ასევე განიხილა მარიუპოლში ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული კორიდორის შექმნაც, თუმცა შეთანხმება ვერც ამ საკითხზე შედგა.

უკრაინის საგარეო მინისტრი აცხადებს, რომ ის მზადაა ლავროვს ნებისმიერ ფორმატში მომავალშიც შეხვდეს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img