22.11.2024

დონბასში სროლის შედეგად უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

დონბასში სროლის შედეგად უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას გაერთიანებული ოპერაციების შტაბი ავრცელებს. უკრაინული მხარის განცხადებით, 19 თებერვალს რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 19-ჯერ დაარღვია, აქედან 16-ჯერ მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღის საშუალებით.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსული მხარე საარტილერიო სისტემას, ნაღმტყორცნებსა და ყუმბარმტყორცნებს იყენებს.

ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკში ვითარების გამწვავების მიზეზით რუსეთში ევაკუაცია 18 თებერვალს გამოაცხადა. მალევე, როსტოვის ოლქის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ლტოლვილებისთვის ბანაკებს გაამზადებდნენ, ხოლო პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყოველ მათგან 10 ათას რუბლს დაჰპირდა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img