ოკუპირებულ დონეცკში რუსმა სამხედროებმა საავადმყოფო დაბომბეს. დაიღუპა ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე, 10 კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ დონეცკის რეგიონის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პაველ კირილენკო ავრცელებს:
“უგლდარში, რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. მათი ბომბები მოხვდა ადგილობრივ საავადმყოფოს. დაშავებულებს შორის 6 მედიკოსია. დაშავებულების მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმისაა”, – წერს სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” დონეცკის რეგიონის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პაველ კირილენკო.