ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა და წვიმამ პრობლემები შექმნა. ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა, ასევე მოგლეჯილია ხეები, განადგურებულია მცენარეები. ადგილობრივების თქმით, ქარიშხალი რამდენიმე წუთს გაგრძელდა.
სოფელ ზნაკვაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ მსგავსი რამ მათ მუნიციპალიტეტებში არასოდეს უნახავთ.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პაპუნა მარგველიძის ინფორმაციით, სტიქიამ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურა, მრავალწლიანი ნარგავები და ელექტროენერგიის გადამცემი ანძები დააზიანა.