ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ გორის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ხანგრძლივი წვიმის შედეგად წარმოქმნილმა ნიაღვრებმა ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი დატბორა.
ყველაზე რთული ვითარება გორში, წმინდა წყლის ტერიტორიაზე, ე.წ. ბარაკების დასახლებასა და კომბინატის დასახლების ორ ლოკაციაზეა.
ამასთანავე, რამდენიმე ქუჩაზე წყალი შევარდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზე.
ადგილზე მობილიზებულია ყველა სამსახური და ინტენსიური წვიმის შედეგად შექმნილი პრობლემების სალიკვიდაციო შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.