სამწუხაროდ, თუ რომელი შტამით რომელი პაციენტი რომელ კლინიკაში გადის მკურნალობას ამასთან დაკავშირებით დღეს, მე ინფორმაცია არ გამაჩნია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა დასმულ შეკითხვას კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით.
„სამწუხაროდ, თუ რომელი შტამით რომელი პაციენტი რომელ კლინიკაში გადის მკურნალობას ამასთან დაკავშირებით დღეს, მე ინფორმაცია არ გამაჩნია. ვთვლი, რომ ამას საზოგადოებისთვის დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინაიდან ჩვენი ექიმები შესაბამისად ზრუნავენ მათზე, ამ ადამიანების იზოლირება ხდება ყველა წესის დაცვით და მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი განვაგრძოთ თანმიმდევრულად“, – განაცხადა ტიკარაძემ