ზუსტი ინფორმაცია გვაქვს, რომ „ფაიზერის” მილიონამდე დოზას მივიღებთ, გვაქვს ასევე ზუსტი ინფორმაცია, რომ მივიღებთ 43 ათას „ასტრაზენეკას” 30 აპრილისთვის – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანა ივნისში „სინოფარმის” 250 ათას დამატებით დოზას მიიღებს.
„ზუსტი ინფორმაცია გვაქვს, რომ „ფაიზერის” მილიონამდე დოზას მივიღებთ, თუმცა, ვაზუსტებთ მოწოდების ბაზას დოზებზე. გვაქვს ასევე ზუსტი ინფორმაცია, რომ მივიღებთ 43 ათას „ასტრაზენეკას” 30 აპრილისთვის. ასევე წარმატებით მიმდინარეობს „სინოფარმთან” მოლაპარაკება და დამატებით 250 ათასი დოზა არის დაპირებული „სინოფარმის” მხრიდან ივნისში”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.