„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია დღეს კლინიკიდან გაწერეს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” თავად დაწერა. მისი თქმით, დაახლოებით ერთ კვირაში საქმეებს დაუბრუნდება.
„მეგობრებო, გამოვეწერე საავადმყოფოდან. ძალიან დიდი მადლობა „ნიუ ჰოსპიტალს“, ყველა სანიტარს, ექთანს, ექიმს. საოცარი პროფესიონალების და გულისხმიერი ადამიანების ხელში ვიყავი. ერთი წამი დისკომფორტი არ მქონია.
ვახტანგ კალოიანის მხარდაჭერის და დახმარების გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა შიმშილობის დროსაც და ახლაც. პროფესიონალიზმის გარდა, ყველაზე მთავარი, რაზეც ჩვენი ურთიერთობა იდგა და იდგება, არის ნდობა, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ.
ცოტა დრო კიდევ მჭირდება ძალების აღსადგენად. ვფიქრობ, მაქსიმუმ ერთ კვირაში დავუბრუნდები საქმეებს.
ყველას ძალიან დიდი მადლობა“,- წერს ელენე ხოშტარია.