ელენე ხოშტარია, რომელიც მეექვსე დღეა პარლამენტის შენობაში შიმშილობს, შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა.
ცოტა ხნის წინ, პარლამენტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა.
რადგან გონების დაკარგვის ერთი ეპიზოდი ჰქონდა, სასურველია, სტაციონარში გადავიდეს, – ამის შესახებ სასწრაფო დახმარების ექიმმა ჟურნალისტებთან მოშიმშილე ელენე ხოშტარიას მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, სასიცოცხლო პარამეტრები ახლა ნორმის ფარგლებშია.
“ეტყობა წნევის ვარდნის ეპიზოდი ჰქონდა, ჩვენ რომ გავსინჯეთ 120/70-ზე იყო, გლუკომეტრით გავზომეთ, სატურაცია, ყველაფერი ნორმის ფარგლებშია, მედიკამენტოზურ დახმარებაზე უარი განაცხადა, ჰოსპიტალიზაციაზეც. გონების დაკარგვის ეპიზოდი ჰქონდა, სანამ მოვიდოდით, რადგან ჰქონდა ასეთი ეპიზოდი, სასურველია გადავიდეს სტაციონარში,”- განაცხადა სასწრაფო დახმარების ექიმმა.