24.11.2024

ელენე ხოშტარია შიმშილობას წყვეტს

ელენე ხოშტარია შიმშილობას წყვეტს. მისი თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა არის გამოსავალი კრიზისიდან და მისი შიმშილობის შეწყვეტის საფუძველი.

“გორის კლინიკაში უსაფრთხოდ გადაყვანა არის ამ ვითარებაში გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კუთხით. ამიტომაც ეს არის ჩემი საფუძველი შიმშილობის შეწყვეტის. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან თანმიმდევრულები, როდესაც დიდი მღელვარებაა და როცა ადამიანის სიცოცხლეა სასწორზე”, – თქვა ხოშტარიამ.

როგორც მან ბრიფინგზე თქვა, ის ახლა ექიმს ელოდება. ხოშტარია ამბობს, რომ გააგრძელებს ბრძოლას, რომ გორში გადაყვანის პროცესმა უსაფრთხოდ ჩაიაროს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img