25.11.2024

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ნორმალურად, ცხადია სისუსტე შემომემატა – სიცოცხლის პარამეტრებს ვაკონტროლებთ

თავს ვგრძნობ აბსოლუტურად ნორმალურად, ცხადია სისუსტე შემომემატა – გთხოვთ, არ ინერვიულოთ, სიცოცხლის პარამეტრებს ვაკონტროლებთ, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს.

მისი თქმით, ექიმის რეკომენდაციით იკეთებს მხოლოდ იმ გადასხმებს, რომლებიც სიცოცხლისთვის საშიშ გართულებას თავიდან აარიდებს.

“მეგობრებო მინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია ჩემი ჯანმრთელობის შესახებ.

ნიუსებში ფრაზა – „სასიცოცხლო პარამეტრები დაბალ ზღვარზეა“ საშინლად ჟღერს და არ მინდა ინერვიულოთ. თავს ვგრძნობ აბსოლუტურად ნორმალურად, ცხადია სისუსტე შემომემატა. ყველა გულის წასვლის ეპიზოდი უკავშირდებოდა სკამიდან ჩქარა ადგომას. ნელა როცა ვდგები გადასარევად ვარ. ანალიზებმა აჩვენა რამდენიმე ცვლილება, რაც უკავშირდება თირკმელს და რაღაც ნევროლოგიურს. ეს პარამეტრები დაბალ ზღვარზეა. ამიტომ ჩემი ნდობით აღჭურვილ ექიმთან ვახტანგ კალოიანთან კონსულტაციის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება გადასხმასთან დაკავშირებით. ვისხამ მხოლოდ იმას და მხოლოდ იმდენს, რაც ამარიდებს სიცოცხლისთვის საშიშ გართულებას და არა იმას რაც კომფორტს შემიქმნის.

გთხოვთ, არ ინერვიულოთ, სიცოცხლის პარამეტრებს ვაკონტროლებთ.

განწყობა მაქვს აბსოლუტურად მშვიდი და მტკიცე. როგორც ვთქვი ვიბრძოლებ ბოლომდე. გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში“, – წერს ხოშტარია.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img