22.11.2024

ელისაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” – ეს პარლამენტი თუ ლეგიტიმური არ არის, აბა რატომ სხედხართ აქ?

ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას “ნაციონალურ მოძრაობაზე” ისაუბრა და ისინი პარლამენტში შესვლის საკითხზე წარსულში გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკა.

ელისაშვილმა ენმ-ის წევრებს ის კითხვები დაუსვა, რაც მას მანამდე თეა წულუკიანმა ჰკითხა იგივე პარლამენტსი დარბაზში.

“ეს პარლამენტი ლეგიტიმურია თუ არა? თუ ლეგიტიმური არ არის, აბა რატომ სხედხართ? ორ წუთს რატომ ითხოვთ კითხვის დასმისთვის, ერთ წუთს – კითხვის დაზუსტებისთვის? საერთოდ რას აკეთებთ აქ, თუ ეს პარლამენტი არალეგიტიმურია?” – მიმართა ელისაშვილმა ნაციონალურ მოძრაობას.

ცნობისათვის, 2 თებერვალს მსგავსი შინაარსის კითხვა ელისაშვილს წულუკიანმა დაუსვა. მაშინ წულუკიანმა ნიკა გვარამიას ნომერიც გამოაცხადა და ელისაშვილს მოუწოდა, ტექსტები გვარამიასთან შეეთანხმებინა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img