26.11.2024

ემანუელ მაკრონი – საფრანგეთი მკაცრად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას, რუსეთმა სამხედრო ოპერაცია დაუწყოვნებლივ უნდა დაასრულოს

საფრანგეთი მკაცრად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას, აწარმოოს ომი უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთმა უნდა დაასრულოს მისი სამხედრო ოპერაცია დაუყოვნებლივ, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა.

მან უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ საფრანგეთი მუშაობს მის პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ერთად ამ ომის დასასრულებლად.

მედიის ინფორმაციით, დღეს საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონი საუბარიც შედგა, რა დროსაც ვლადიმერ ზელენსკიმ თავის კოლეგას უკრაინის დასახმარებლად მრავლობითი ინტერვენციის განხორციელება და ამ მიმართულებით ევროპის ქვეყნებს შორის ერთიანობის უზრუნველყოფა სთხოვა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img