24.11.2024

ენტონი ბლინკენი – ნატო-მ 2008 წელს დაადასტურა, რომ მისი კარი ღიაა უკრაინისა და საქართველოსთვის

ალიანსმა 2008 წელს დაადასტურა, რომ მისი კარი ღიაა უკრაინისა და საქართველოსთვის და თუკი ისინი ნატო-ს წევრობისკენ სწრაფვას გააგრძელებენ და საჭირო მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, ეს საკითხი წინ წაიწევს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას განახორციელებს, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება დასავლეთის მხრიდან.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა გარკვევით განუცხადა პრეზიდენტ პუტინს, ასევე მეც გარკვევით განვუცხადე ჩემს კოლეგას, საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს, რომ მზად ვართ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, როგორი ნაბიჯების გადადგმისგან 2014 წელს თავი შევიკავეთ და რომელსაც რუსეთისთვის სერიოზული შედეგები ექნება. ჩვენ გარკვევით განვაცხადეთ, რომ თუკი რუსეთი განაახლებს აგრესიულ ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება.

ჩვენ რუსეთთან სტაბილურ, პროგნოზირებად ურთიერთობას ვანიჭებთ უპირატესობას, მაგრამ თუკი რუსეთი გააგრძელებს წინდაუხედავ და აგრესიულ ქმედებებს, ჩვენ ვუპასუხებთ და არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორებიც,“- აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, თუკი რუსეთის ქმედებები დაუსჯელი გახდება, ეს საერთაშორისო სისტემის წესები, რომელიც სტაბილურობას უზრუნველყოფს, საფრთხეში აღმოჩნდება.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img