აშშ-ის სახელმწიფო მდივანის ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკის ნათქვამი ომის შედეგებთან დაკავშირებით ბლეფად მიიჩნია. მისი თქმით, ეს ომი არის პირადად პუტინის და არა რუსი ხალხის. თუმცა, მან რუსებს მოუწოდა, რომ თავიანთ პრეზიდენტს ომის შეწყვეტა მოსთხოვონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბლინკენის თქმით, პუტინის გამო რუს ხალხს მოუწევს ამაზე პასუხისგება.
„პრეზიდენტმა პუტინმა შეიძლება ჩათვალა, რომ აშშ ბლეფობს, როდესაც შედეგებზე ვსაუბრობთ. პუტინმა აშკარად ვერ გათვალა. ეს პრეზიდენტი პუტინის ომია, ეს არ არის რუსი ხალხის ომი. ყოველდღე ნათელი ხდება, რომ რუსი ხალხი ამას ეწინააღმდეგება. შესაძლოა, რუსეთის ჯარის ნაწილიც ეწინააღმდეგება, მაგრამ არ იციან რა გააკეთონ. მათი პრეზიდენტის გამო რუს ხალხს მოუწევს პასუხისგება და ტანჯვა ამის გამო. თუ რუს ხალხს ესმის ჩემი, რადგან გვბლოკავენ, ვიცი, რომ ბევრ თქვენგანს არ სურს ომში მონაწილეობა. თქვენ ამერიკელების და უკრაინელების მსგავსად გსურთ სუფთა წყალი, სამსახური, გქონდეთ იმის შანსი, რომ გაზარდოთ თქვენი შვილები ნორმალურად, მისცეთ კარგი განათლება. ეს აგრესია როგორ გახდის თქვენს ცხოვრებას უკეთესს?! ჩვენ თქვენც გვერდშიც ვდგავართ და მოგიწოდებთ, რომ თქვენს პრეზიდენტს უთხრათ, დაასრულოს ეს ომი, მოუწოდოს თავის ჯარისკაცებს, რომ დაბრუნდნენ სახლში“, – აღნიშნავს ბლინკენი.
ბლინკენმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს დიპლომატიისკენ და აღნიშნა, რომ მათ დიპლომატიის კარები ღია აქვთ.