აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „დიდი ოცეულის“ შეხვედრაზე პირდაპირ უთხრა რუსეთს, რომ უკრაინის მარცვლეულის ექსპორტი უნდა დაუშვას, – ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ბლინკენმა ისაუბრა შეხვედრის პლენარულ სხდომაზე, რომელიც ფოკუსირებული იყო სურსათსა და ენერგორესურსებთან დაკავშირებულ დაუცველობაზე.
„მან პირდაპირ მიმართა რუსეთს და უთხრა: „მივმართავ ჩვენს რუს კოლეგებს: უკრაინა თქვენი ქვეყანა არ არის. მისი მარცვლეული თქვენი მარცვლეული არ არის. რატომ ბლოკავთ პორტებს? თქვენ უნდა გამოუშვათ მარცვლეული იქიდან“, – განაცხადა წყარომ Reuters-თან საუბარში.