22.11.2024

ენტონი ბლინკენი – რუსეთის მხარდაჭერის შემთხვევაში, ჩინეთს პასუხისმგებლობა დაეკისრება

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ცხადად განმარტა, რომ რუსეთის მხარდაჭერის შემთხვევაში, ჩინეთს ამის გამო პასუხისმგებლობა დაეკისრება. როგორც ცნობილია, ხვალ, 18 მარტს ბაიდენი ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინის გაესაუბრება. ბლინკენის განმარტებით, აშშ-ს მხარე მზადაა, ჩინეთს აგრესორის მხარდაჭერისთვის “ფასის გადახდა მოსთხოვოს”.

“ჩვენ ისევ მოვუწოდებთ ყველა ერს, განსაკუთრებით მათ, ვისაც პირდაპირი გავლენა აქვს რუსეთზე, გამოიყენონ მათ ხელთარსებული ნებისმიერი ბერკეტი, რათა აიძულონ მოსკოვი დაასრულოს თავად რუსეთის მიერ არჩეული ომი. გვჯერა, რომ ჩინეთი პასუხისმგებელია, რომ გამოიყენოს თავისი გავლენა პრეზიდენტ პუტინზე და დაიცვას საერთაშორისო წესები და პრინციპები”. – თქვა ბლინკენმა.

ბლინკენმა, ამასთანავე, განიხილა რუსეთის შესაძლო სცენარები. მისი თქმით, დიდი ალბათობით, რუსეთი გეგმავს ქიმიური იარაღის გამოყენებას, რათა ეს უკრაინას დააბრალოს და საკუთარი სამხედრო თავდასხმები გაამართლოს.

“ვფიქრობთ, რუსეთი შემდეგ სცენარს ავითარებს: გეგმავს, გამოიყენოს ქიმიური იარაღი და დააბრალოს უკრაინას, რათა გაამართლოს თავდასხმათა ესკალაცია უკრაინელ ხალხზე. სამხედრო ძალის გამოსაყენებლად მოვლენათა გამოგონება და გენოციდის ცრუ ნარატივების შექმნა ის ტაქტიკაა, რაც მანამდეც გამოუყენებია რუსეთს, მათ შორის საქართველოში”. – აღნიშნა ბლინკენმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img