24.11.2024

ენტონი ფაუჩი – კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სამი დოზა დაცვის ოპტიმალური ვარიანტია

თუ ოპტიმალური დაცვა გსურთ, ნამდვილად უნდა მიიღოთ ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა, – ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სამი დოზა დაცვის ოპტიმალური ვარიანტია.

„რაც შეეხება ოფიციალურ მოთხოვნას, ჯერ კიდევ საუბარია Pfizer/BioNTech-ის ან Moderna-ს ვაქცინების ორ დოზასა და J&J-ის ვაქცინის ერთ დოზაზე. თუმცა, მონაცემებს თუ გადახედავთ, სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ თუ ოპტიმალური დაცვა გსურთ, ნამდვილად უნდა მიიღოთ ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა“, – აღნიშნა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა.

ენტონი ფაუჩის თქმით, თვეები დასჭირდება იმის გარკვევას, საჭიროა თუ არა ვაქცინის ყოველწლიური გამაძლიერებელი დოზები.

„ვიმედოვნებ, რომ იმუნოლოგიური თვალსაზრისით, ვაქცინის ერთი გამაძლიერებელი დოზა საკმარისი იქნება 6 თვეზე მეტი ვადით დაცვის უზრუნველყოფისთვის“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img