შემართებით ვარ განწყობილი ვლადიმირ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის საუბრის საკითხთან დაკავშირებით, ჩვენი ამოცანა რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრის უსწრაფესი ორგანიზებაა, ამის შესახებ მკაფიოდ განვუცხადებ ორივე ლიდერს – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ჟურნალისტებთან.
პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მალე იქნება შესაძლებელი ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის თარიღის შეთანხმება.
„ჩვენ მზად ვართ, უზრუნველვყოთ საჭირო პლატფორმა. პუტინისა და ზელენსკის თურქეთისადმი არსებული ნდობა საფუძველს გვაძლევს ვიმედოვნოთ შუამავლობის დადებითი გამოსავალი“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების თემაზე საუბრისას, ერდოანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მზადაა გახდეს უკრაინისთვის ერთ-ერთი გარანტორი ქვეყანა. ანკარა მსგავს ინიციატივას დადებითად აღიქვამს, თუმცა დეტალური ანალიზია საჭირო, განმარტა მან.
თურქეთის სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა სისხლისღვრისა და ომის სწრაფად დასრულებას მოელის. ამასთან, მნიშვნელოვანია ცეცხლის დროებითი შეწყვეტის უზრუნველყოფა.