ირინა ვოლსკაია, კრემლის პროპაგანდის მსახურს, ვლადიმირ პოზნერს თბილისში ახლდა. ეს ვიდეო კი მან ინსტაგრამზე გამოაქვეყნა და წერს, რომ: “Слов нет, кроме страшно, больно и обидно. И я так и не увидела Тбилиси… / სიტყვები არ მყოფის, საშინელება, ტკივილი, წყენა. და მე, კვლავ ვერ ვნახე თბილისი”.
ვებგაზეთი: ჩვენც საშინლად გვტკივა, გვწყინს და გვაშფოთებს აფხაზეთიდან 250 ათასი დევნილის, 50 ათასამდე გალის რაიონში მცხოვრები ქართველის, ტყვეობაში მყოფი ახალგორელების, 2008 წელს ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გამოყრილი თანამოქალაქეების ბედი, რომელთა ცხოვრების გამრუდებისა და გამწარების საქმეში კრემლის სამხედრო-პოლიტიკურ ადმინისტრაციასთან ერთად კრემლის პროპაგანდისტს ჟურნალისტებსა თუ ინტელიგენციასაც მიუძღვით.
https://www.instagram.com/p/CNHm0bOj8d4/?igshid=y5uz6kfnfggt&fbclid=IwAR2MvZsIeUFHvBJAWSPxEtoqUBQlAaNPXFNtrl8a_XCaYMR1pG8rx6gy2eA