„თალიბანი“ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულიდან მალე „ავღანეთის ისლამური ემირატის“ შექმნის შესახებ გამოაცხადებს. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „ესოშიეიტიდ პრესი“ (Associated Press) „თალიბანის“ წარმომადგენლებზე დაყრდნობით იტყობინება.
სწორედ ასე ეწოდებოდა 1996-2001 წლებში „თალიბანის“ მმართველობას ავღანეთში.
დაჯგუფება „თალიბანმა“ დღეს ავღანეთის დედაქალაქს ალყა შემოარტყა. ავღანეთის მთავრობასა და დაჯგუფების წარმომადგენლებს შორის ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. „როიტერის“ ინფორმაციით, ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.