ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტომას ჰენდრიკ ილვესი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და გირჩი – მეტი თავისუფლების ერთ-ერთი ლიდერის ბორის ყურუას დაკავებას გამოეხმაურა. მისი თქმით, მსგავსი დაკავებებითა და სააკაშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი კადრების გავრცელებით, საქართველო ცენტრალური აზიის დესპოტურ მმართველობას ემსგავსება.
“საქართველო მსგავსი შემთხვევებითა და სააკაშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი მოპყრობის საზარელი კადრებით, დაადგა ცენტრალური აზიის დესპოტიზმის მმართველობის მიერ გავლილ გზას. მათ აღარ აინტერესებთ არც დასავლური და არც ევროპული ნორმები. როგორც ჩანს, აღარც ქართველებს”. – წერს სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” ესტონეთის ექსპრეზიდენტი.
ტომას ჰენდრიკ ილვესი თქმით, ბელარუსის საზღვართან კრიზისის ფონზე, საქართველოში განვითარებული მოვლენებს ევროპა ნაკლებ ყურადღებას აქცევს, რაც, თავის მხრივ – საქართველოს უსაფრთხოებას აზიანებს. ილვესი სვამს კითხვას, თუ რატომ უნდა დახარჯოს მისმა ან სხვა ქვეყნებმა ფული საქართველოში საელჩოების დაკომპლექტებაში.
“მაგრამ, ვერ ვხვდები, რა საჭიროა ევროკავშირის წარმომადგენლობა ქვეყანაში, რომელიც ერთ დროს მნიშვნელოვანი იყო, როგორც აზიურ დესპოტურ სახელმწიფოებში ევროპული გამონაკლისი. როცა მსგავს გზას ირჩევ, ვერ ვხვდები, რატომ უნდა დახარჯოს ფული ჩემმა ქვეყანამ ან სხვა ქვეყანამ საქართველოში საელჩოების დაკომპლექტებაში.”