ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტთან დაკავშირებით შეთანხმება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დღეს იქნეს მიღწეული. მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები, სავარაუდოდ, ივნისში ევროკავშირის მომავალ სამიტზე იქნება შეთანხმებული.
„არ მგონია, რომ დღეს შეთანხმებას მივაღწიოთ“, – აღნიშნა კალასმა სამიტის დაწყების წინ.
Eurointegration-ი წერს, რომ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტზე მსჯელობა თვეზე მეტია მიმდინარეობს. მთავარი დაბრკოლება კონსენსუსის არ არსებობაა, უნგრეთი რუსეთისთვის ემბარგოს დაწესებას ეწინააღმდეგება.