23.11.2024

ესტონეთის პრემიერი – ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სისასტიკე დასრულდება, ჩვენ უკვე დავუშვით ეს შეცდომა საქართველოში, დონბასსა და ყირიმში

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან დიალოგის გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მასთან საუბრის აზრს ვერ ხედავს.

”მე ვერ ვხედავ მასთან საუბრის აზრს, თუ ჩვენ გვსურს, ჩვენი გზავნილი იყოს, რომ ის იზოლირებულია, ის ამისთვის დაუსჯელი არ დარჩება და პასუხს აგებს ყველა ჩადენილი დანაშაულისთვის“,- აღნიშნა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სისასტიკე დასრულდება,

„ძალიან მაწუხებს ნაადრევი მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტის ან მშვიდობის შესახებ, რადგან ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სისასტიკეს დასრულებას. ჩვენ უკვე დავუშვით ეს შეცდომა სამჯერ, საქართველოში, დონბასსა და ყირიმში და ვერ დავუშვებთ ამ შეცდომას კვლავ“, – განაცხადა კაია კალასმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img