ესტონეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტული ვიზების გაცემა შეაჩერა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ევა-მარია ლიიმეცის თქმით, აკრძალვა გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს გააგრძელებს.
“ესტონეთი აღარ გასცემს ახალ C და D კატეგორიის (ტურისტული) ვიზებს რუსეთის მოქალაქეებზე. აკრძალვა გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთი გააგრძელებს ომს უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ამ რეგიონში შემაკავებელი ზომები იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე აქამდე, რადგან ევროპაში არსებული ვითარება მკვეთრადაა შეცვლილი”- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, მანვე დაამატა, რომ გამონაკლისის საკითხით, ვიზები გაიცემა მხოლოდ ჰუმანიტარული და ოჯახური მიზეზებით.