ევროკავშირი 5 აპრილს დაანონსებული შეზღუდვების ახალი პაკეტის გარდა, რუსეთს სანქციებს კიდევ დაუწესებს, – ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„აღნიშნული სანქციები არ იქნება ჩვენი ბოლო სანქციები. ახლა ჩვენ უნდა მივხედოთ რუსულ ნავთობს და შემოსავალს, რომელსაც რუსეთი წიაღისეული საწვავიდან იღებს“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სატრანსპორტო ბლოკადას ამზადებს. კერძოდ, რუსული გემების და სატვირთო ავტომობილების უდიდეს ნაწილს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ.
გარდა ამისა, ევროკავშირში რუსული ქვანახშირის ექსპორტიც აიკრძალება