23.11.2024

ევროკავშირი უარს ამბობს პუტინთან მოლაპარაკების მერკელ-მაკრონის იდეაზე

ევროკავშირის ლიდერებმა უარყვეს გერმანიისა და საფრანგეთის მოწოდებები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ოფიციალური მოლაპარაკებების შესახებ, რაც ანგელა მერკელისთვის იშვიათი მარცხია ევროკავშირის სამიტზე, რომელსაც კანცლერის სტატუსით უკანასკნელად ესწრება.  

წინადადება საბოლოო კომუნიკედან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ამოიღეს. წინააღმდეგობა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა მზად იყო ვეტოს დასადებად. 

“მსურს უფრო თამამი ნაბიჯის გადადგმა. შემუშავდება რუსეთთან მოლაპარაკებების ფორმატები და პირობები, მაგრამ არა ლიდერების დონეზე”,- განუცხადა ანგელა მერკელმა ჟურნალისტებს.

გერმანიის კანცლერი ამტკიცებს, რომ ევროკავშირს არ შეუძლია უბრალოდ დაუთმოს რუსეთთან ურთიერთობა თეთრ სახლს, როცა ჯო ბაიდენი ცდილობს კონტაქტის დამყარებას. მისმა წინადადებამ, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოიწონა, შეაშფოთა მრავალი სხვა ლიდერი.

“კრემლს არ ესმის უანგარო დათმობა. კრემლს ესმის ძალაუფლების პოლიტიკა”,- განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, არტურ კარინსმა მოლაპარაკებების დაწყებამდე.

წინადადება საჯაროდ გააკრიტიკა ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინთან მოლაპარაკებებს არ დაესწრებოდა. რუმინელმა კლაუს იოჰანისმა განაცხადა, რომ რუსეთთან სამიტზე საუბარი ნაადრევია, ესტონელი კაია კალასი კი ამბობს, რომ გაკვირვებული დარჩა, როცა ეს საკითხი დღის წესრიგში ამოიკითხა.

რუსეთის შესახებ საბოლოო დებულებებიდან ასევე მოიხსნა მითითება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში მოსკოვთან თანამშრომლობის შესახებ. ლიდერების სამიტის ნაცვლად, ევროკავშირი შეთანხმდა “შეისწავლოს რუსეთთან დიალოგის ფორმატები და პირობები”.

ერთ-ერთი კომპრომისული შეთავაზებაა, შარლ მიშელის პირადი მოლაპარაკებები პუტინთან ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენთან ერთად.

ბლოკსა და რუსეთს შორის მოლაპარაკების ერთი მცდელობა მიმდინარე წლის დასაწყისში, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მოსკოვში ვიზიტი იყო. თუმცა, ბორელი მკაცრი კრიტიკის ქვეშ მოექცა. მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან ერთად ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ბლოკის პოზიციების დაცვა ვერ მოახერხა და მშვიდად უსმენდა, როცა ლავროვი ევროკავშირს “არასანდო” პარტნიორად მოიხსენიებდა. მაშინ ჯოზეფ ბორელს წევრი ქვეყნების ერთი ნაწილი ურჩევდა, არ გამგზავრებულიყო რუსეთში.  

წყარო:businessformula.ge

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img