22.11.2024

ევროკავშირმა რუსული ვაქცინის – Sputnik V-ის“ დამტკიცება გადადო

ევროკავშირმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის, “Sputnik V-ის“ დამტკიცება გადადო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

სააგენტოს წყაროს ცნობით, რუსული ვაქცინის დამტკიცების გადადების მიზეზი ის გახდა, რომ ევროპის მედიკამენტების სააგენტოს საჭირო მონაცემები განსაზღვრულ ვადაში, 10 ივნისამდე არ წარუდგინეს.

“სპუტნიკის“ დამტკიცება, სავარაუდოდ, სექტემბრამდე, ან შესაძლებელია წლის ბოლომდეც კი, გადაიდო, – განაცხადა წყარომ Reuters-თან საუბარში.

ამასთან, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციის ფონდი (RDIF) იმედოვნებს, რომ ევროპის წამლის სააგენტოსგან (EMA) რუსული ვაქცინის რეგისტრაციას ორი თვის განმავლობაში მიიღებს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img