ევროკავშირი დღეიდან სამ უდიდეს რუსულ ბანკს – Sberbank-ს, როსელხოზბანკსა და მოსკოვის საკრედიტო ბანკს SWIFT-ის ბანკთაშორისი სისტემიდან თიშავს. BBC-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ევროკავშირმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და სანქციების მეექვსე პაკეტის ფარგლებში მიიღო.
„ბანკების წარმომადგენლები, როგორც ადრე, ახლაც ამტკიცებენ, რომ SWIFT-დან გათიშვა დიდად არ იმოქმედებს მათს მუშაობაზე. სბერბანკმა, რუსული მედიის ცნობით, განაცხადა, რომ ისინი ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ და SWIFT-დან გათიშვა არ ცვლის ვითარებას.
მოსკოვის საკრედიტო ბანკმა აღნიშნა, რომ ტრანზაქციები რუსეთის შიგნით ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება თუმცა, საზღვარგარეთ გადახდის შემთხვევაში, მათი შესრულების ვადები შეიძლება გაიზარდოს“, – წერს გამოცემა.