ევროკავშირმა რუსეთის მიმართ სანქციების მე-7 პაკეტი დაამტკიცა.
პაკეტი რუსეთიდან ოქროს იმპორტს, ახალი ექსპორტის კონტროლს და რუსული სბერბანკის აქტივების გაყინვას მოიცავს.
ასევე, სანქციები დაუწესდა კიდევ 50-ზე მეტ რუს ინდივიდს, პოლიტიკოსების, სამხედრო ლიდერების, ოლიგარქების და პროპაგანდისტების ჩათვლით.
დღეს ოქროზე დაწესებული სანქცია გულისხმობს იმას, რომ ევროკავშირში დაფუძნებულ კომპანიას ეკრძალება რუსეთიდან ოქროს იმპორტი, საიუველირო ნაკეთობების ჩათვლით.