21.11.2024

„ევროკავშირს მტკიცედ სწამს, რომ მხარეებმა პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალს მხოლოდ გულწრფელი პოლიტიკური დიალოგის გზით შეიძლება მიაღწიონ

ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, პიტერ სტანო  საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 17 თებერვლის გადაწყვეტილების, მოგვიანებით კი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ, ევროკავშირი მოუწოდებს როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, მაქსიმალურად თავშეკავებულად და პასუხისმგებლობით იმოქმედონ და თავიდან აიცილონ ვითარების ესკალაცია“ – წერს სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი.

„ევროკავშირს მტკიცედ სწამს, რომ (მხარეებმა) პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალს მხოლოდ გულწრფელი პოლიტიკური დიალოგის გზით შეიძლება მიაღწიონ. ქვეყნისა და საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ (მხარეებს) დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ მოვუწოდებთ“, – წერია 18 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

ქვეყნისა და საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ (მხარეებს) დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ მოვუწოდებთ

ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებით, პოლარიზაციის გაღრმავების თავიდან ასარიდებლად და პარტიათაშორისი შეთანხმების მისაღწევად პოლიტიკური გამბედაობა და ნამდვილი დემოკრატიული ხელმძღვანელობაა საჭირო:

„საჭიროა ფართო პოლიტიკური ერთიანობა დაძაბულობის განმუხტვისა და დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისთვის, სხვა გზებთან ერთად, ამბიციური და ინკლუზიური სასამართლოსა და საარჩევნო რეფორმების გზით. ასევე, პოლიტიკური სტაბილურობა და ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი კორონავირუსის პანდემიისა და მისი შედეგების ეფექტურად მოგვარების წინაპირობებია“. „ევროკავშირი მზად არის გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ საქმეში“, – აცხადებს პიტერ სტანო.

დღეს ამავე თემაზე განცხადება ევროპის სახალხო პარტიამაც გააკეთა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img