22.11.2024

ევროკომისია შეთავაზებით გამოდის, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა დანაშაულად გამოცხადდეს

ევროკომისია შეთავაზებით გამოდის, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა დანაშაულად გამოცხადდეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეს ნაბიჯი ევროკავშირის მთავრობებს უფლებას მისცემს იმ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს აქტივები ჩამოართვან, რომლებიც ევროკავშირის მიერ ოფიციალური მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს თავს არიდებენ.

იუსტიციის საკითხებში ევროკომისარმა დიდიე რეინდერსმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ევროკავშირის სანქციების დარღვევა უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია ევროგაერთიანების 12 ქვეყანაში, 13 სახელმწიფო მას ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის დანაშაულად განიხილავს, ხოლო ევროკავშირის ორი წევრი კი აღნიშნულს მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად აფასებს.

პრესკონფერენციაზე საუბრისას რეინდერსმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის წინადადება მიზნად ისახავს ამ მიდგომის გაერთიანებას, რათა სანქციების თავიდან აცილება სერიოზულ დანაშაულად იქცეს ბლოკის 27-ივე წევრ ქვეყანაში.

ცნობისთვის, ევროკავშირმა ამ დრომდე 10 მილიარდი ევროს ოდენობის ფიზიკური აქტივები და 20 მილიარდ ევროზე მეტი რუსი ოლიგარქების საბანკო ანგარიშები გააყინა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img