22.11.2024

ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი – საქართველოში ჟურნალისტების ფიზიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია მნიშვნელოვნად უარესდება

მყარი სამართლებრივი ჩარჩოს მიუხედავად, მედიის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების ფიზიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია მნიშვნელოვნად უარესდება. ეს ილუსტრირებული იყო ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ გასული წლის „პრაიდის“ მონაწილეების და იმ ჟურნალისტების წინააღდეგ ძალადობით, რომლებიც მოვლენებს აშუქებდნენ. ახლახანს კი ამის ილუსტრირება მოხდა კარგად ცნობილი მედია ფიგურის, ბატონი გვარამიას მიმართ საეჭვო ბრალდებებზე გამოტანილი განაჩენით, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა ევროპარლამენტში განაცხადა.

ევროპარლამენტარის თქმით, საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქცევა იმედგამაცრუებელია ბევრი მიმართულებით და ასეთ სიტუაციაში ქართველი მმართველების მიმართ უფრო მტკიცე და მომთხოვნი ხაზის გატარებაა საჭირო, რათა გაიგონ, რომ სწორედ მათ უნდა იმოქმედონ, როცა საქმე საქართველოს ევროპულ მისწრაფებას ეხება.

„რეზოლუცია, რომელსაც ხვალ კენჭი უნდა ვუყაროთ, შეეხება მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებას საქართველოში და ის ამ კუთხით საკმაოდ კრიტიკულია. მყარი სამართლებრივი ჩარჩოს მიუხედავად, მედიის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების ფიზიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია მნიშვნელოვნად უარესდება. ეს ილუსტრირებული იყო ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ გასული წლის „პრაიდის“ მონაწილეების და იმ ჟურნალისტების წინააღდეგ ძალადობით, რომლებიც მოვლენებს აშუქებდნენ. ახლახანს კი ამის ილუსტრირება მოხდა კარგად ცნობილი მედია ფიგურის, ბატონი გვარამიას მიმართ საეჭვო ბრალდებებზე გამოტანილი განაჩენით.

ჩვენ ყველას გვაქვს ლეგიტიმური შეშფოთება ბოლოდროინდელ ნეგატიურ ტენდენციებთან დაკავშირებით კანონის უზენაესობის და ზოგადად, დემოკრატიის მიმართულებით. საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქცევა იმედგამაცრუებელია ბევრი მიმართულებით. მჯერა, რომ ასეთ სიტუაციაში ქართველი მმართველების მიმართ უფრო მტკიცე და მომთხოვნი ხაზი უნდა გავატაროთ იმისთვის, რომ გაიგონ, რომ სწორედ მათ უნდა იმოქმედონ, როცა საქმე საქართველოს ევროპულ მისწრაფებას ეხება.

ამასთან, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მხრიდან პოლიტიკის ცვლილება უნდა ეფუძნებოდეს ყოვლისმომცველ და კარგად გააზრებულ სტრატეგიას და არა ემოციებს. მოგიწოდებთ, ყურადღებით გააანალიზოთ ჩვენი შემდგომი ნაბიჯების პოტენციური შედეგები და ჩვენი შემდგომი ნაბიჯების გეგმა, რათა ძირი არ გამოუთხაროს ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებას ამ ჩვენს საკუთარ სტრატეგიულ ინტერესებს რეგიონში,“- აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img