22.11.2024

„ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) – საქართველო უბრუნდება პოლიტიკური ოპონენტების დევნას და შერჩევით სამართალს

საქართველოში მიმდინარე პროცესებზე „ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ შექნილი სიტუაციიდან გამოსავლად შეიძლება ჩაითვალოს ვადამდელი არჩევნები და დიალოგის განახლება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

“საქართველო შეიძლება იყოს რეგიონის წამყვანი ქვეყანა, მაგრამ უბრუნდება პოლიტიკური ოპონენტების დევნას, შერჩევით სამართალსა და ინსტრუმენტად ქცეული მართლმსაჯულების სისტემას. სიტუაციიდან გამოსავლად შეიძლება ჩაითვალოს ვადამდელი არჩევნები და დიალოგის განახლება მთავრობასა და ოპოზიციას შორის“.

ასევე,  “ევროპის სახალხო პარტია” კიდევ ერთ განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილებით, პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება აირჩია.

„სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილებით, ნაცვლად გამოსავლისა და კომპრომისის ძიებისა, აირჩია პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება“.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img