23.11.2024

Facebook-ი სახელს იცვლის, რა იქნება ახალი სახელი და რატომ იცვლება ბრენდი

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ სოციალური გიგანტი Facebook-ი კომპანიის რებრენდინგს გეგმავს.

Facebook სახელის ცვლილების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა Twitter-ის მომხმარებლები და ონლაინ პლატფორმები მისი ახალი სახელის გარშემო სულ უფრო აქტიურად მსჯელობენ.

ახალ ვერსიებს შორის, ყველაზე სარწმუნოდ Meta მიიჩნევა, რაც Facebook-ის ახალ ინიციატივას უკავშირდება. კომპანიის განმარტებით, “მეტავერსი” არის იდეა, რომ მომხმარებლები ცხოვრებენ, მუშაობენ და ვარჯიშობენ ვირტუალურ სამყაროში. აგვისტოში Facebook-მა წარადგინა ვირტუალური ოფისები Horizon Workrooms, რომელთანაც დაკავშირება ვიდეოკონფერენციის საშუალებით ან ვირტუალური სამყაროს ჩაფხუტით, Oculus VR-ით არის შესაძლებელი.

ახალი სახელის ვერსიებს შორისაა Horizon, Bookface, Facegram, Facetagram, FreeFace, FreeTalk, World Changer.

ყველაზე უცნაურ ვერსიებს შორისაა Ye (“იე”). როგორც ცნობილია, რეპერმა ქანიე უესტმა სახელი ოფიციალურად შეიცვალა და იე (YE) დაირქვა.

ივარაუდება, რომ ცვლილებებით კომპანია ცდილობს ახალგაზრდების ყურადღება მიიპყროს. Facebook ბევრმა თინეიჯერმა დატოვა და სანაცვლოდ, Instagram-ის, Snapchat-ის და TikTok-ის გამოყენება დაიწყეს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img