facebook-მა ყველა რუსულ სახელმწიფო მედიას რეკლამის განთავსების ფუნქცია შეუზღუდა. ამის შესახებ “ფეისბუქის” უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა, ნათანიელ გლეიჩერმა “ტვიტერზე” დაწერა.
გლეიჩერის თქმით, რუსული სახელმწიფო მედიას ახლა შეზღუდული აქვს პლატფორმაზე რეკლამების განთავსება და მასალის მონეტიზაცია.ასევე, “ფეისბუქი” განაგრძობს რუსული სახელმწიფო არხებისთვის შესაბამისი იარლიყების მინიჭებას.
„ჩვენ ვუზღუდავთ რუსულ სახელმწიფო მედიებს მსოფლიოს ყველა წერტილიდან ჩვენს პლატფორმაზე რეკლამების განთავსებას ან მონეტიზაციას. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ სხვა რუსული სახელმწიფო მედიებისთვის იარლიყების მინიჭებას. ამ ცვლილებების განხორციელება უკვე დაიწყო და კვირის ბოლომდე გაგრძელდება”, – წერს გლეიჩერი.
აღსანიშნავია, რომ “ტვიტერმა” ასევე დღეს გადაწყვეტა, რუსეთსა და უკრაინაში რეკლამირების ფუნქცია ყველა კომპანიას სრულად შეზღუდოს. ოფიციალური განცხადების მიხედვით ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული სიტუაციის გამო ადგილობრივი მოსახლეობისთვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის უწყვეტი ხელმისაწვდომობისთვის მიიღეს.
„ჩვენ დროებით ვაჩერებთ რეკლამებს უკრაინასა და რუსეთში, რათა დავრწმუნდეთ რომ რუსეთსა და უკრაინაში საჯარო უსაფრთხოების შესახებ ყველაზე აუცილებელი ინფორმაცია წინა პლანზე იყოს და რეკლამებმა არ გადაატანინოს ადამიანებს ყურადღება“ – აცხადებს “ტვიტერის” უსაფრთხოების დეპარტამენტი.