სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის პროგნოზით, რუსეთის ეკონომიკა უფრო მეტ ზარალს განიცდის უკრაინის ომის გამო, ვიდრე 1998 წლის დეფოლტის გამო განიცადა. ამის შესახებ სააგენტომ საკუთარ გვერდზე დაწერა.
როგორც სარეიტინგო სააგენტო წერს, რუსეთის წინააღმდეგ რეკორდული ფინანსური და ეკონომიკური სანქციების ფონზე, ქვეყნის ეკონომიკა შესაძლოა 8%-ით დაეცეს. 1998 წელს დეფოლტმა კი რუსეთის მშპ-ს მხოლოდ 5,4%-ით დაცემა გამოიწვია.
რუსეთში სამომხმარებლო ინფლაცია, Fitch Ratings-ის პროგნოზით, 2022 წლის ბოლომდე 18%-ს მიაღწევს.
გარდა ამისა, ისინი ქვეყნიდან საერთაშორისო კომპანიების მზარდი რაოდენობის გასვლის ფონზე რუსეთში უცხოური ინვესტიციების შემცირებას პროგნოზირებენ.