25.11.2024

“გადამიარეს და გადამჯეგეს, რაღაც მძიმე რკინა მომხვდა ფეხში” – ნინო ჯანგირაშვილი პარლამენტთან დაშავდა და საავადმყოფოში მოხვდა

ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი პარლამენტთან განვითარებული პროცესების დროს დაშავდა.

როგორც ჯანგირაშვილის სოციალურ ქსელში წერს, მან ფეხი იღრძო. 

“მადლობა პატრულს. პრინციპში, ფეხების დამტვრევას ვიმსახურებდი როგორც ანტისახელმწიფოებრივი ელემენტი, მაგრამ მძიმე დაბეჟილობით და ნაღრძობით გადავრჩი” – წერს ჯანგირაშვილი. 

მოგვიანებით ნინო ჯანგირაშილმა განმარტა თუ სად და რატომ დაშვდა.

“რადგან ბევრი კითხვაა, ერთბაშად ყველას გიპასუხებთ და აღვწერ მოკლედ სად, როგორ და როდის დამიზიანდა ფეხი: როგორც ნახეთ, პარლამენტის უკანა შესასვლელთან ჟურნალისტები ვიდექით, რომლებსაც არ გვიშვებდნენ პარლამენტში.პოლიცია გაშმაგებული იცავდა შენობას ჩვენი, ჟურნალისტების შესვლისგან. ერთ–ერთ კართან ვიდექით მე და ვატო წერეთელი. ამ დროს გაიღო შიგნიდან კარი. ატყდა ჩოჩქოლი, მოვარდა პოლიცია, ვატო შევიდა, მე შევრჩი ხელში. გადამიარეს და გადამჯეგეს, რაღაც მძიმე რკინა მომხვდა ფეხში და + ათამდე პოლიციელმა გადამიარა. სულ ეს არის.” – წერს ჯანგირაშილი

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img