უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჰანა მალიარი მტრის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ჰანა მალიარი სოციალურ ქსელში წერს, ოთხდღიანი საომარი მოქმედებების შედაგად რუსეთმა დაკარგა:
„მტრის მთლიანი სავარაუდო დანაკარგები 24.02-დან 28.02-მდე 6.00 საათისთვის
თვითმფრინავი – 29
ვერტმფრენი – 29
ტანკი – 191
სხვა ჯავშანტექნიკა – 816
ქვემეხი – 74
საზენიტო დანადგარი „ბუკი“- 1
სარაკეტო დანადგარი „გრადი“ – 21
საავტომობილო ტექნიკა – 291
ცისტერნები – 60
უპილოტო საფრენი აპარატი – 3
გემები / ნავები – 2
ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები – 5
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 5300 (დაუზუსტებული)
ინფორმაცია საორიენტაციოა და დასაზუსტებელია, რადგან ბრძოლის შემდეგ მისი მოპოვება უკიდურესად რთულია, რადგან მეთაურები ძირითადად ბრძოლაზე ამახვილებენ ყურადღებას. გარდა ამისა, ინფორმაციის მიღება მხოლოდ ბრძოლის შემდეგ შეგვიძლია და ბრძოლები დროში უკიდურესად იწელება. მონაცემების მიღება შესაძლებელია მეორე დღეს.გარდა ამისა, თუ ბრძოლა ღამით გაგრძელდა და დაიწყო ერთ კალენდარულ თარიღზე და დასრულდა მეორეზე, საკმაოდ რთულია განცალკევება, თუ რომელ დღეს მოხდა დანაკარგები“ – წერს ჰანა მალიარი.