23.11.2024

Georgian Airways-ის თბილისი-მოსკოვი-თბილისის ჩარტერული რეისი გაუქმდა

28 იანვარს Georgian Airways-ის დანიშნული თბილისი-მოსკოვი-თბილისის ჩარტერული რეისი გაუქმდა. ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა, თამაზ გაიაშვილმა ფრენის გაუქმება “ატეხილ აჟიოტაჟს” დაუკავშირა. თუმცა, რეისის გაუქმების განსხვავებული ვერსია დაასახელა მან “რადიო თავისუფლებასთან”:

“მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საქართველოში და რუსეთში. [ეს იყო მიზეზი] კი… გავაუქმებთ თუ დავნიშნავთ ჩარტერულ რეისებს, ეს ავიაკომპანიის პრეროგატივაა და არა სხვისი. არაფერი გვაქვს ზარალი”, – თქვა გაიაშვილმა.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის ზაფხულში შეწყდა ე.წ. “გავრილოვის ღამისა” და მისი თანმდევი მოვლენების გამო. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც რუსულ ავიაკომპანიებს დროებით ეკრძალებათ საქართველოში ავიამიმოსვლა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img